ქართული მართლმსაჯულების პორნოგრაფია

პროლოგის ნაცვლად:

რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სიტყვებისა და ენების შესახებ, გახლავთ ის, რომ სიტყვები წარმოადგენს მხოლოდ სიმბოლოებს და თავის თავში არ შეიცავენ აბსოლუტურ ან შეუცვლელ მნიშვნელობას…

ანუ, ამ შემთხვევაში, სიტყვა “პორნოგრაფია” არ გულისხმობს რაიმე ეროტიკულ მოვლენას ან სხვა მსგავს რამეებთან დაკავშირებულ აქტს.

ქართული მართლმსაჯულების სიშიშვლეზე, ურცხვობასა და ამორალურ საქციელზე გვსურს თქვენი ყურადღების მიპყრობა.

Читать далее

Реклама

„გასამართლდნენ პრეზიდენტის სახელით!“

ამ საქმეს, საქართველოს პირველმა პირმა პირველსავე დღეს გამოუტანა განაჩენი.

განაჩენი, რომელიც შემდეგ არავითარ სამართლიანობას აღარ დაექვემდებარა.

ამ განაჩენმა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საქართველოში ისედაც აგონიაში მყოფ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

ამ განაჩენის ნამდვილი სახელი ასეთია – გასამართლდნენ პრეზიდენტის სახელით!

Читать далее

ლუბა ელიაშვილი ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა ქცევის შესახებ

 

 

 

 

 

 

2011 წლის 1 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის შემდეგ, შერცხვა სრულიად საქართველოს და ქართულ მედიას! მე როგორც უმცირესობის წარმომადგენელს, ვერაფრით გამიგია რა მოხდა ისეთი, რასაც სამთავრობო არხებისგან და ამ ჯგუფის სხვა დანამატებისგან არ ელოდნენ. ვერც ის გამიგია, მე «რეალ ტვ-ის» ან «იმედის» ნაცვლად რატომ უნდა შემრცხვეს? ან საზოგადოებრივი მაუწყებლის გამო რატომ ვიარო სირცხვილით თავმოჭრილმა, რაც მაგათ სირცხვილის კორიდორებში უვლიათ, ერთხელ თავად შერცხვეთ, თუ კარგია! და რაც შეეხება «რუსთავი2-ს», ბოლოს როდის არ შეგრცხვათ ამ ტელეკომპანიის ნაცვლად, ეგეც შემახსენოს ვინმემ.

Читать далее

გაუსაძლისი სიმძიმე არსებობისა ანუ COINTELPRO საქართველოში

„…მაშასადამე, სიმართლე სახელმწიფოს უდიდესი მტერია“ — გებელსი

„თუ იტყვით დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებთ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას ირწმუნებს. ირწმუნებს მანამ, სანამ ხელისუფლება შეძლებს დაფაროს ამგვარი სიცრუის პოლიტიკური, ეკონომიკური და/ან სამხედრო შედეგები… სიმართლე სიცრუის დაუძინებელი მტერია და, მაშასადამე, სიმართლე სახელმწიფოს უდიდესი მტერია“ — გებელსი.

“ვარდების რევოლუციიდან” ძალზედ სწრაფად, ხელისუფლება ამბობს და იმეორებს სიცრუეს, რომელიც “საკმაოდ დიდია” და გებელსის გამონათქვამის დასადასტურებლად ნამდვილად გამოდგება. ხელისუფლების მეგა-სიცრუე ქართველი ხალხის ნაწილმა თითქმის დაიჯერა, რადგან იგი (ხელისუფლება) თავგამოდებული ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რაც ხდება დემოკრატიაა, ქონების უფლების, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა! Читать далее

გამარჯვებას სხვა გემო და სხვა ფერი აქვს…

გულწრფელად ვულოცავ ყველა იმ კოლეგას გამარჯვებას, რომლებიც გულწრფელად თვლიან, რომ გავიმარჯვეთ. მათთან ერთად, ამ სიხარულს, სამწუხაროდ, ვერ ვიზიარებ — ფოტორეპორტიორების საქმეს ვგულისხმობ. გამარჯვების სიხარულს ვერ ვიზიარებ, თორემ ჯაშუშობაში ბრალდებულები საღსალამათები და თანაც თავისუფლები რომ არიან, მაგას რა სჯობს!

Читать далее