გიორგი ტუღუში: „ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა!“

„რამდენიმე პატიმარს, რომელთა გარდაცვალების მიზეზად კონკრეტული დაავადება იყო მითითებული, ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, ნეკნები აღმოაჩნდათ დამტვრეული. ასეთ დასკვნას რომ წაიკითხავ, რა უნდა იფიქრო?! ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა!“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.

ინტერვიუში ტუღუშმა დეტალურად ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება, პატიმართა სიკვდილიანობა ციხეში, მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევა, გამოუძიებელი საქმეები და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალი ნდობა.

Читать далее

თომას ჰამარბერგის სკანდალური დასკვნის ანალიზი

საქართველოს ხელისუფლება და ვარდების რევოლუციის გმირები თომას ჰამარბერგისგან მათი მისამართით ასეთ ზღვარგადასულ კრიტიკას ნამდვილად არ ელოდნენ. ევროკომისრის ანგარიშის თითოეული აბზაცი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი გმობა-გაკიცხვაა და ისეთ მსუბუქ ტერმინთან, რასაც „რეკომენდაციებს“ უწოდებენ, საერთო არაფერი აქვს. არც იმ ზომიერი დიპლომატიური ტონით გამოირჩევა, შეშფოთება რომ ჰქვია სახელად.

ეს დასკვნა აღშფოთებული ადამიანის პოზიციას უფრო ჰგავს, ვიდრე შეშფოთებულისას. მოგეხსენებათ, ევროკომისარიც ადამიანია და აღშფოთდა, თანაც ისე ძალიან, რომ განაცხადა:. „განსაკურთებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ ტენდენციური გამონათქვამებისგან, რომლებიც არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას.“ პოლიტიკოსებში ქართველ ლეიბორისტებსა და ქრისტიან-დემოკრატებს რომ არ გულისხმობდა, ფაქტია.

Читать далее

„ბინტით“ ჩამოხრჩობილი 26 წლის პატიმრის აპრილის თვის ჩანაწერები

„გიჟი არ ვარ, ყველას გთხოვთ, შემინარჩუნოთ სიცოცხლე!“

„შეიძლება აღნიშნული წერილით მოვისწრაფე კიდეც სიკვდილი“

01/05/2011 22:59

 

30 აპრილს, ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, კახაბერ თედლიაშვილის  წერილები , რომელიც პატიმარმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა…

„მიუხედავად ჩემი შვილის განცხადებაში აღნიშნული გარემოებისა, რომ იგი არავის ადებს ხელს და ყველაფერში თავის თავს იდანაშაულებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ციხის“ შემდგომი „წნეხის“ შიში და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კახაბერის მიმართ ხორციელდება „შევიწროვება“ და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც პატიმართა, ისე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან და მან ჩემამდე მოაწვდენია ხმა, რომ შესაძლოა იგი „მოიშორონ“ და შექმნან იმიტაცია, თითქოს თვითონ მოიკლა თავი…“

                                                 ბადრი თედლიაშვილი   

                                             12 აპრილი. 2011 წელი  

ბადრი თედლიაშვილი,  30 აპრილს  რუსთავისN6 საპყრობილეში გარდაცვლილი ანუ „ბინტით“ „თავჩამომხრჩვალი“ პატიმრის, 26 წლის კახაბერ თედლიაშვილის მამაა.

Читать далее

სკანდალური დეტალები „კოკაინისა და ნარკოტრანზიტის“ გახმაურებული საქმიდან

16/05/2011 11:20

თქვენ გეშინიათ პროკურორის! თქვენ ემორჩილებით პროკურატურას! თქვენ არ გაქვთ იმის კომპეტენცია, რომ განიხილოთ 17-ტომიანი საქმე! თქვენ ვერ ახერხებთ ამ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას! მე ეჭვი შემაქვს თქვენს მიუკერძოებლობაში! მერწმუნეთ, 5 წლის შემდეგ, ევროპის სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და დაადგენს, რომ მარინა სირაძემ დაარღვია კანონი!!!

 ადვოკატ მანანა კობახიძის ამ განცხადებას მორჩილებითა და მდუმარებით შეხვდა ადრესატი. რეაქცია მხოლოდ ევროპის სასამართლოს სამომავლო ვერდიქტზე ჰქონდა. — რატომ მემუქრებით ქალბატონო მანანა?

Читать далее

«მოკლული პატიმრის საქმემ ევროკომისრის მთელი ოფისი შოკში ჩააგდო»

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ექსპერტი მანანა კობახიძე სტრასბურგიდან დაბრუნდა, სადაც ის პირადად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის თომას ჰამარბერგის მიწვევით იმყოფებოდა.ჰამარბერგთან შეხვედრის დეტალებზე მანანა კობახიძე ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.

Читать далее

აფიქრებული ხალხის ნაფიქრალი ანუ „დემოკრატები“ დემოკრატიის გარეშე

შევარდნაძის პერიოდის მოკლე დახასიათება: „დემოკრატია“ დემოკრატების გარეშე.

სააკაშვილის პერიოდის მოკლე დახასიათება: „დემოკრატები“ დემოკრატიის გარეშე.

Читать далее

“გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს აღიარებითი ჩვენება…”

“გთხოვთ, არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა მასმედიის   საშუალებებთან…”

აღიარებითი ჩვენებებისა და საპროცესო გარიგებების სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნახევარ საქართველოს ნაღიარები აქვს ყველაფერი, რისი აღიარებაც შეიძლებოდა. მეორე ნახევარს კი გარდა იმისა, რომ ნაღიარები აქვს, ფასდაუდებელი ღვაწლიც აქვს გაწეული პროკურატურისადმი, რასაც “მაღალი ხარისხით თანამშრომლობას” ეძახიან.

Читать далее