“გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს აღიარებითი ჩვენება…”

“გთხოვთ, არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა მასმედიის                      საშუალებებთან…”

აღიარებითი ჩვენებებისა და საპროცესო გარიგებების სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნახევარ საქართველოს ნაღიარები აქვს ყველაფერი, რისი აღიარებაც შეიძლებოდა. მეორე ნახევარს კი გარდა იმისა, რომ ნაღიარები აქვს, ფასდაუდებელი ღვაწლიც აქვს გაწეული პროკურატურისადმი, რასაც “მაღალი ხარისხით თანამშრომლობას” ეძახიან.

 

ამ წლის ბოლომდე ყველას რაღაც გვექნება ნაღიარები. დიდი საქმე, ამდენმა აღიარებამ ევროკომისარიც თუ გადარია. წავიდა ის დრო, ჩვენს ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების აზრი და ანგარიშები რომ აინტერესებდა. არც თომას ჰამერბერგის ანგარიში ჩაუთვლიათ ანგარიშგასაწევად.

ფოტორეპორტიორების საქმემდე რამდენიმე დღით ადრე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, საკმაოდ გავლენიანი ექსპერტის, თომას ჰამერბერგის სკანდალური დასკვნა გამოქვეყნდა.

ევროკომისარს საკმაოდ მკაცრი განცხადებები აქვს გაკეთებული აღიარებით ჩვენებებსა და საპროცესო გარიგებებზე.

“განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საპროცესო გარიგების პროცედურას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებში ფართოდ გამოიყენება საქართველოში. პატიმრობის მაღალი მაჩვენებლის, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი ბრალი აღიაროს.”

კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას, ფრთხილად მოეკიდოს იმ გაზრდილ უფლებამოსილებას, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში ახორციელებს.

“კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას შეიმუშავოს უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში გამოსწორებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მაგალითი იქნება.”

“არა დასჯაზე ორიენტირებული” მაგალითების რა მოგახსენოთ, გასახსენებელი თითქმის არაფერია.

რაც შეეხება ევროკომისრის მოწოდებას “ჰუმანურ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე,” ის საქმეები მეტყველებს, რომლებზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ამ ადამიანებს არავის სოლიდარობის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ ამხილეს მთელი სისტემა. ამხილეს საკუთარი ღირსების შელახვის, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი.

ამ აღიარებითი ჩვენებების ქრონიკა, ალბათ კიდევ უფრო სკანდალურ ანგარიშებში მოხვდება, თუმცა ამ ადამიანთათვის, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს, ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე დადებული დასკვნები დიდი ვერაფერი შეაღავათი იქნება.

მალხაზ არქანიას საქმე _ “ამ დროს, საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი..

“ გლდანის №8 საპყრობილე. 32 წლის მალხაზ არქანია: “მცემენ, ჩემს დაწერილ ჩვენებას მაჭმევენ და გაუპატიურებით მემუქრებიან, თუ არ ვაღიარებ 2008-2010 წლებში, დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობას.” ამის შესახებ თავად პატიმარი წერს სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, რომელიც 2011წლის 22 ივნისითაა დათარიღებული.

ნაწყვეტები ჩვენებიდან : “2011 წლის 19 მაისს გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. №8 საპყრობილეში შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში.

ჩაყვანის დროს, ისინი მირტყამდნენ. ჩაყვანისას, მათ მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე თუ როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იგივეს მიზამდნენ…”

მეგის ქარდავა მთელი სამეგრელოს რეგიონში ცნობილია თავისი სისასტიკით და მისი გავლენები ძმებ ახალაიებთან მეგობრობის გამო იმდენად დიდია, რომ როგორც ამბობენ, თვით იქაური გუბერნატორიც კი თითის აწევით ელაპარაკება.

მალხაზ არქანიას ჩვენებიდან: “ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. რომ შემიყვანეს, მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს მიჰყვებოდა, მაგან ძალით შემაჭამა ის ქაღალდის ნაწერი. მერე ეუბნება, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ, _ ”მოტყ…., მაგის დედა ვატირე …”.

ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იხსენება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს – “წესიერად დამიკავე, ეს ნაბიჭვ… უნდა მოვ…”.

უცბად, გაიღო “კარმუშკა”, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ამასთან მიღებდნენ სურათს. ამ დროს, საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი და ერთი მეორეს ეუბნებოდა “ჯერ პირში მივც.. და მოვ…”

აღარ გავაგრძელებ, ძალიან მძიმეა საკითხავადაც კი…

“გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით…”

ახსნა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, სწორია და ვაწერ ხელს.

22 ივნისი, 2011 წელი,

მალხაზ არქანია

ლ. ა-ს საქმე _ “არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა მასმედიის საშუალებებთან…”

“ვარ მართლმორწმუნე ქრისტიანი და არ ვაპირებ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას და არც ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები არიან კრიმინალები. ახსნა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, გადავიკითხე, სწორია, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით. აქვე გამოვთქვავ თანხმობას გამოყენებულ იქნას სახალხო დამცველის აპარატის მიერ კონფიდენციალურობის დაცვით. გთხოვთ, არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა მასმედიის საშუალებებთან…”

რა თქმა უნდა, პატიმრის უფლებას თავისი ვინაობის კონფიდეციალურობის შესახებ, ჩვენც დავიცავთ და მხოლოდ დეტალებს შემოგთავაზებთ მისი ჩვენებიდან: “პოლიციის ქვეგანყოფილებაში მიყვანისთანავე დამიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, გამორთეს შუქები და დამიწყეს ცემა. კონკრეტულად, მირტყამდნენ გაშლილ ხელს, ორივე ყურზე ერთდროულად, რაც აუტანლად მტკივნეულია, თუმცა, ძალადობის ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. ამ დროისთვის მეტყობა სისხლნაჟღენთი ჩაქცევა მარცხენა თვალბუდის არეში. გარდა ამისა, ჩალურჯებული მაქვს მარცხენა ბეჭის მიდამო და ღვიძლის მიდამო, მარცხენა წვივი. ამ ჩალურჯებებს თვითონაც არიდებდნენ თავს, მაგრამ ვინაიდან ჩემი ცემა გაგრძელდა 4-5 საათის განმავლობაში, შესაბამისად, ვერ მოახერხეს ვეცემე ისე, რომ კვალი არ დამტყობოდა…”

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია დაკავებულისგან აღიარებით ჩვენებას ერთ-ერთ ძებნილზე ითხოვდა. სასურველი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, პირდაპირ განყოფილებიდან გათავისუფლებას პირდებოდნენ.

ლ. ა-ს ახსნა-განმარტებიდან: ”უარის გაცხადების შემთხვევაში, დამპირდნენ რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მაგიდაზე იდო, იყო ჩემი. გარდა ამისა, საქმეები, რომელიც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან და მკვლელობებთან, იქნებოდა ჩემი.

აგრეთვე, ვიქნებოდი აღიარებული სამშობლოს მოღალატედ, რაზეც შევთავაზე, რომ მოვეკალი გაქცევის მცდელობისას, რაც მათ პასუხისმგებლობას, მე კი უსაფუძვლო ბრალდებებს ამარიდებდა. ამაზე მიპასუხეს, რომ მე მათ ციხეში ხალხის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ვჭირდებოდი.

როდესაც დარწმუდნენ, რომ ცემას აზრი არ ჰქონდა, დამიდეს უჩემოდ დაწერილი ჩვენება და მუქარით, რომ ჩემზე განახორციელებდნენ სექსუალურ ძალადობას ხელკეტის გამოყენებით, მაიძულეს ხელი მომეწერა ჩვენებაზე…”

17 ივნისი. 2011 წ.

ლ. ა

კახაბერ თედლიაშვილის საქმე _ “ყველას გთხოვთ შემინარჩუნოთ სიცოცხლე..”

25 წლის პატიმარი ციხიდან იწერებოდა, როგორ უპირებდნენ მოკვლას და ყველას სთხოვდა, “გიჟი არ ვარ, ვიცი მომკლავენ, ყველას გთხოვთ, შემინარჩუნეთ სიცოცხლეო…” ზუსტად ისე მოკლეს, როგორც თავის წერილებში აღწერდა.

კახაბერ თედლიაშვილი: „წელიწადი ხდება ყოველ წამს სიკვდილს მაყურებინებენ თვალებში, ფსიქოლოგიურად შემჭამეს, დავბერდი ამ თვეების განმავლობაში, ჯანმრთელობაც შემერყა და ოჯახიც განადგურებულია ჩემზე ნერვიულობით.

აღნიშნული განცხადების დაწერის შემდეგ, გაფიქრებაც არ მინდა რა მოხდება.

ზემოაღნიშნული ფაქტების გახმაურებამ შეიძლება გადამარჩინოს და შეცვალონ გეგმა, ადრე რომ გამეხმაურებინა ყველაფერი, საკანშიც აღარ შემექმნებოდა პრობლემები. არც გიჟი ვარ და არც მელანდება რამე, რასაც ვწერ ესე ხდება და ყველას გთხოვთ შემინარჩუნოთ სიცოცხლე.

ციხის ხელმძღვანელობას აქვს ჩემი მოკვლის პირადი ინტერესი, ჭკუით მაჯობეს და ისე შეიმუშავეს გეგმა, რომ თვითონ სუფთად გამოვიდნენ ყველაფრიდან: „სადაც გინდა გვიჩივლე, ვინც ჩივილით გვემუქრება ერთ ადგილზე გვეხვევაო“.

ციხიდან მოწერილი ბოლო წერილი, რომელიც კახა თედლიაშვილის ადვოკატს, ადრესატამდე უნდა მიეტანა, რუსთავის #6 საპყრობილის უფროსისთვის, დავით მარგებაძისთვის იყო განკუთვნილი. ვერ მოასწრო, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე საათში, კახას მამამ, ბადრი თედლიაშვილმა დაურეკა ადვოკატს და უთხრა, რომ კახა მოკლეს.

პატიმრის, აპრილის თვის ჩანაწერები ამ სიტყვებით სრულდება

“შეიძლება აღნიშნული წერილით მოვისწრაფე კიდეც სიცოცხლე. მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნეს დაცული.”

კახაბერ თედლიაშვილი, ციხეში ბინტით ჩამომხრჩვალი იპოვეს…

ეს ისტორიები მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ “ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკიდან”, რომლის შესახებაც ევროკომისარი ჰამერბერგი თავის სკანდალურ დასკვნაში წერდა.

Реклама

Оставьте комментарий

Комментариев нет.

Comments RSS TrackBack Identifier URI

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s

  • Календарь

    • Ноябрь 2017
      Пн Вт Ср Чт Пт Сб Вс
      « Дек    
       12345
      6789101112
      13141516171819
      20212223242526
      27282930  
  • Поиск